III კლასი
|
კომპონენტები
|
ინსტრუქცია
|
1.
|
მასწავლებლის სახელი,
გვარი და
საკონტაქტო ინფორმაცია
|
მაია მაისურაძე
მობ. 598 54 74 18 maisuradzemaia4@gmail.com
|
2.
|
სასწავლო საგნის
სახელწოდება
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III კლასი
|
4.
|
სასწავლო საგნის
ხანგრძლივობა და
საათების რაოდენობა
|
I სემესტრი - 88 საათი
II სემესტრი
- 111 საათი
სულ - 199
საათი.
|
5.
|
სასწავლო კურსის
ზოგადი აღწერა
|
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
|
6.
|
სასწავლო საგნის
სტატუსი მოცემულ
კლასში
|
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგანი
|
7.
|
სასწავლო საგნის
მიზანი
|
პიროვნების
საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის
საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის
თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:
·
განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·
განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·
ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·
შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
·
გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
|
8.
|
ძირითადი თემები
|
·
კ. გოგიაშვილის „დაგვემშვიდობა
ზაფხული“
·
ქ. ჭილაშვილის “წერილი მურას “
·
აკაკი წერეთლის ზღაპარი “მოსწავლე
და მასწავლებელი“
·
„ხელმწიფის შვილისა და
ხელმწიფის ამბავი“ ხალხური
·
,,მოხუცის ნატვრა“ ხალხური
·
შ. ბადრიძის ,,მეფე მწიგნობარი“
·
„პატარა საქართველო სპარსეთში“
ი. გოგებაშვილის მიხედვით
·
„საინგილო“ ი. გოგებასვილის
მიხედვით
·
შ. ნიშნიანიძის „ვაზის სიმფონია, ქართული
ანბანი“
·
„როგორ გაიყვეს ძმებმა
ქონება“ აფხაზური თქმულება
·
„ვაზი და გლეხკაცი“ ლეონარდო
და ვინჩის მიხედვით, არსებითი სახელი
·
ნ. დუმბაძის “შემოდგომის
სურათი“ არსებითი სახელი
·
„ერთი-შენ, ერთი-მე“
ქ. ჭილაშვილი
·
ედუარდ სეტონ თომპსონი,
,,რატომ კარგავენ წივწივები წელიწადში ერთხელ გონებას“
·
„ძმები“ ზღაპარი არსებითი
სახელი, მათი დაჯგუფება
·
,,მიწას პატრონი უნდა“
ზღაპარი, არსებითი სახელის რიცხვი
·
ნოდარ შამანაძის ,,საუბარი
მამასთან“
·
ჭაბუა ამირეჯიბის ,,ჭორიკანა
კაჭკაჭი“,
·
,,პაწაწინა პინგვინი“
დონალდ ბისეტი, მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები
·
ვლადიმერ ასლამაზიშვილი
„მოკლე გზა“, მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები
·
ქ. ჭილაშვილის „ფურცლები“,
ფრაზეოლოგიზმები
·
,,თოვლი მოვიდა!“ ვ.
ტატიშვილი
·
„მამულის უკვდავება ვინატროთ“
ნ. დუმბაძე
·
გ. ტაბიძე ,,მრავალ ახალ წელს!“
·
„ზამთარი“ გ.ძნელაძე, სიტყვის სემანტიკა
·
იროდიონ ევდოშვილის „უბედური ქორბუდა“
·
ჯანი როდარის ,,რისთვის
დაიბადა ადამიანი“, ზმნა
·
ალექსანდრე მირიანაშვილის
„ჯერ მტერი, მერე მოკეთე“
·
სულხან-საბა ორბელიანი
,,საყვედური ტყვეობაზე უარესია“
·
,,ვიოლინო“ გ. ვარაზანაშვილი
·
„ჯადოსნური სიტყვა“ ვ. ოსეევას
მიხედვით, ზმნის რიცხვი;
·
„ძმა ძმისთვისაო . . .“
·
ვაჟა-ფშაველას „ის კი არ
არის ბიჭობა“;
·
„სამასი თავდადებული
გლეხი“ ი. გოგებაშვილის მიხედვით“, სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა;
·
„ცხრა ძმა ხერხეულიძე“ ი. გოგებაშვილის მიხედვით;
·
„თამარ მეფე“ ი. გოგებაშვილის
მიხედვით, ზედსართავი სახელი, კითხვა როგორი?;
·
„რუქნადინის დამარცხება“, სიტყვის სემანტიკაზე
დაკვირვება, ტექსტის კონსტრუირება;
·
„ჩვენი დედა ისტორია“;
·
„ჩვენი დედასაქართველო“, ჯ. ნიქაბაძე, სახელთა
წარმოქმნა;
·
„ფიცი“ ო. იოსელიანი.
რიცხვითი სახელი;
·
„შევცდით?!“ მარტივი
მიზნობრივი ტექსტი
·
„ერთი მანეთის შოვნა“
ქართული ხალხური ხღაპარი. ფრაზეოლოგიზმები;
·
„მოხუცის დარიგება“ ი.
გრიშაშვილი;
·
„რას გულისხმობს შაშვი“,
ი. ევდოშვილი. ჩამოთვლილი და გამაერთიანებელი სიტყვები, სასვენი ნიშანი გამაერთიანებელ
სიტყვასთან;
·
„შემოვლენ როკვით“ ა.
კალანდაძე;
·
„ბალახის სიმღერა“ გ.
ტოგონიძე;
·
„რატომ დამუნჯდნენ ხეები“
ესტონური ხალხური ზღაპარი, რთული სიტყვების (ორცნებიანი კომპოზიტების) მართლწერა;
·
„შეხე, ჩვენი საქართველო
როგორ აყვავებულა...“
·
„ჭიამაია და ბოროტი კაცი“
ჭ. ამირეჯიბი;
·
„ვირის ჭკუა“ ო. იოსელიანი;
·
„ჭიანჭველა და ფუტკარი“
გ. ტოგონიძე, სასვენი ნიშნები, ბრჭყალების ხმარების მარტივი შემთხვევები;
·
„ჭრიჭინა და ჭიანჭველა“,
ფრაზეოლოგიზმები;
·
„ზღაპარ იყო, ზღაპარ
იყო“
·
„გიას ნამყენი“, ლ. ჭიჭინაძე,
რიცხვში მონაცვლე ზმნები, პუნქტუაციის მარტივი შემთხვევები;
·
„დარის ღრუბელი“, ბუნების
მოვლენები, ერთსა და იმავე თემაზე მხატვრული და დარგობრივი ტექსტების კონსტრუირება;
·
„ცა და დედამიწა“ ხალხური;
·
„ყვავილების ნადიმი“
ლ. ბოცვაძე, კითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადება, ინტონაცია;
·
„ქეთინო“ ქ. ჭილაშვილი,
თეატრთან დაკავშირებული თემატური ლექსიკა;
·
„როგორ შევასრულე როლი“
ქ. ჭილაშვილი, არაკითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადება;
·
„ნორჩ ხელოვანთა კლუბი“;
·
„მოხერხებული ტომი“ მარკ
ტვენი. ფრაზეოლოგიზმები, ინტონაცია, უნქტუაცია;
·
„დიდი ტყუილი“ ნ. ბეზარაშვილი,
პრაქტიკული სტილისტიკის საკითხები;
·
„მოლაპარაკე თითები“
კ. იმედაშვილი, სახელთა ქარმოქმნა-ძირეული და წარმოქმნილი სახელები;
·
„ჩემია, ჩემი“ ო. იოსელიანი,
სიტყვის სემანტიკა;
·
„მაისი“ კ. ნადირაძე,
მარტივი დარგობრივი და მხატვრული ტექსტები;
·
„და ჰა მოდგა ზაფხული!“
·
“მზე და სარკე“ მ. ბოლქვაძე,მრავალწერტილი;
·
„წვიმასა და მზეში“ რ.
ინანიშვილი;
|
9.
|
სასწავლო საგნის
ამოცანები
|
საგანმანათლებლო
მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს
კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
·
კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·
ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·
აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·
მსჯელობის უნარის განვითარება;
·
სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·
ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·
ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
·
დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·
ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·
საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·
სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·
ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
·
მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·
ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
·
სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
·
მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების Aგათვალისწინებით;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·
ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
|
10.
|
სასწავლო საგნის
აუცილებელი საბაზისო
კომპეტენციები
|
ზეპირმეტყველება
·
მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება
ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
·
მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე.
·
მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული
წესების დაცვა.
·
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
·
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ
სამეტყველო სიტუაციებში.
·
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი
ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
კითხვა
·
მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
·
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული
/ მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
·
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი
ჩვევები.
·
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
·
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის
გაშიფვრა.
·
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების
(მაგ., გაკვეთილების ცხრი-ლის, დღის/კვირის განრი-გის, კულინარიული რეცე-პტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათე-ბლების ამოცნობა და მათზე
დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
·
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ
მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
·
მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული
ნიშნების ამოცნობა.
·
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი
ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარ-დაქმნას აზრობრივ ნახატად.
·
მოსწავლეს შეუძლია
კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
წერა
·
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის
გაშიფვრა.
·
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების
ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე
დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
·
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ
მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
·
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი
ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
·
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის,
დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების
დაცვით.
·
მოსწავლეს შეუძლია მცირე
მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
·
მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული
ელემენტების გამოყენება.
·
მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი
ხერხების გამოყენება.
|
11.
|
კურსის ორგანიზაცია
11.1. საკლასო მენეჯმენტის ხერხები
11.2. მეცადინეობის ფორმები;
11.3. სწავლების მეთოდები
|
·
ჯგუფური მუშაობა
·
წყვილებში მუშაობა
·
ინდივიდუალური მუშაობა
·
მთელ კლასთან
·
მინი ლექციური
·
სემინარული
·
პრაქტიკული
·
ტესტური
·
ვერბალური ( ახსნა- „მინი ლექცია“, დისკუსია, გონებრივი იერიში);
·
წიგნზე
მუშაობა( კითხვის სხვადასხვა
მეთოდები);
·
თვალსაჩინო
(დაკვირვება, დემონსტრაცია,
ვიდეო მეთოდი);
·
პრაქტიკული
(სავარჯიშო,სასწავლო
ექსკურსია,დიდაქტიკური თამაში).
|
12.
|
სასწავლო კურსის შეფასება
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
|
·
განმავითარებელი შეფასების სიტყვიერი
და წერილობითი კომენტარი;
·
ზეპირი გამოკითხვა;
·
წერითი სამუშაო;
·
თვითშეფასება;
·
ურთიერთშეფასება;
·
საკლასო და საშინაო დავალება;
·
შემაჯამებელი ტესტები;
|
13.
|
რესურსები
მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტსაიტები, ადამიანური რესურსები
|
·
„ქართული“;
·
„აქტივობის რვეული“;
·
„ჩვენი ენა ქართული“;
·
„წიგნის სამყარო“ ავტორები: ნათელა მაღლაკელიძე, ცისანა ყურაშვილი, ელენე მაღლაკელიძე.
გამომცემლობა „მერიდიანი“ თბ. 2008
·
ტესტები კითხვისა და წერის
უნართა განვითარებისათვის
ავტორები: ბელა სარია,ეთერ აფხაზავა
გამომცემლობა „დედანი“,თბილისი,
2013
·
დამატებითი ლიტერატურა-„ნამდვილი
და მოგონილი ამბები“ ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ
კუხიანიძე, გამომცემლობა „ბაკურ
სულაკაური“,
თბ. 2014
|
14.
|
მისაღწევი შედეგები
და კომპეტენციები
|
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული
ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ. III. 3. მოსწავლეს
შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
მიმართულება: კითხვა
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიიდან, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე
ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის,
იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. III. 8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი
ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას
და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის
ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
მიმართულება:
წერა
ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი
ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
ქართ. III. 13. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება
ტექსტის შექმნისას.
ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
|
15.
|
სამუშაო დისცილინა
15.1. გაცდენების დასაშვები რაოდენობა;
15.2. დავალიანებების დასაშვები რაოდენობა;
15.3. აღდგენები;
15.4. საჯარიმო ზომები;
15.5. წახალისების ფორმები.
|
ერთ სემესტრში საგნისათვის განკუთვნილი
საათების 30 %-მდე.
5 გაკვეთილი.
გამოტოვებულ მასალაზე კონსულტაცია
კლასში და საშინაო დავალების მიცემა.
გამოტოვებული დავალების (დავალებების) დაწერა;
სიგელები ( წარმატებულ,წარჩინებულ მკითხველებს)
მადლობის ბარათი მშობელს.
|
No comments:
Post a Comment